სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-14 სექტემბერს განხორციელდება -II-VI კლასელებისთვის ფორმების გაცემა ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება - Palitra News

სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-14 სექტემბერს განხორციელდება -II-VI კლასელებისთვის ფორმების გაცემა ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება

2026-08-12 20:08:32+04:00

სასკოლო ფორმები საქართველოშია და რეალიზაცია პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში. ,,II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება" , - აღნიშნულია ინფორმაციაში.