პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. კობახიძის შეფასებით, ამ მოვლენების მიზანი საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და საქართველოში საზოგადოების რადიკალიზაცია იყო. ოპოზიცია მმართველი გუნდის პოზიციას აკირტიკებს.