უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის თქმით, უკრაინულ სომხური ურთიერთობები უფრო კონსტრუქციული ხდება.
“ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. ახლა უკრაინასა და სომხეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო კონსტრუქციული ხდება, და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის მუდმივი დიალოგია. განვიხილეთ სომხეთში ჩემი ვიზიტის შედეგები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს კიევ-პეჩერის ლავრას დაარსებიდან 975-ე წლისთავის მილოცვისთვის, რაც მნიშვნელოვანი თარიღის ჩვენს რეგიონში ქრისტიანებისთვის. შევთანხმდით მომავალშიც კონტაქტის შენარჩუნებაზე”, - წერს ზელენსკი.