უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში სამხედრო გემებს დაარტყა - Palitra News

უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში სამხედრო გემებს დაარტყა

2026-08-12 22:11:07+04:00

უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში ოთხ რუსულ სამხედრო გემს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღო რუსი აგრესორის ოთხმა სამხედრო გემმა: ორმა ფრეგატმა - “ადმირალ მაკაროვი” და “ადმირალ ესენი”, მცირე სარაკეტო გემმა - “ბუიან” და საპატრულო გემმა - “ვასილი ბიკოვი”.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აკონკრეტებს, რომ ფრეგატები - “ადმირალ ესენი” და “ადმირალ მაკაროვი” “კალიბრი” რაკეტების მატარებლები არიან.

დაზიანებები ასევე მიიღო: 30N6E რადარმა, რომელიც S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის ნაწილია; ნოვოროსიისკის პორტის N2 ნავმისადგომთან მდებარე მობილურმა საცეცხლე ჯგუფმა; გრუშოვის ნავთობბაზის - შესხარისის ტერმინალის გვირაბის პორტალმა; და N3, N6 და N7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურამ.