გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები - Palitra News

გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

2026-08-12 23:01:20+04:00

გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ოთხი პირი, არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.

ადგილზე სამაშველო და საპოლიციო ეკიპაჟებია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.