ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა

2026-08-13 10:29:19+04:00

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.

მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო.

გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინფორმაციისთვის, წუხელ, გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.