ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ხელისუფლება” საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელს არ შეუშლის. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “ხელისუფლებამ” ადგილობრივ მედიასთან გააკეთა. კერძოდ, ადგილობრივმა მედიამ ე.წ. “ხელისუფლებას” კომენტარის გაკეთება სთხოვა ოკუპირებულ რეგიონში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ირაკლი კობახიძემს ინფორმაცია დაადასტურა.