პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამის განცხადებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. გახმაურებულ საქმეზე ვიბლიანი უკვე რამდენჯერმე გამოიკითხა. მან დეტალურად მოჰყვა რა ვიტარებაში ხდებოდა მასზე წლების განმავლობაში ფიზიკური და სექსუალური ძალადობა. ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს სდებს კიდევ სამ თანასოფლელს.