რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დრონებით თავდასხმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. თავდასხმა დაადასტურა ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმაც. ხაბიროვის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები „გაზპრომის“ ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა და ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.