გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - კლინიკიდან გაწერის შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ - Palitra News

გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - კლინიკიდან გაწერის შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ

2026-08-13 12:59:02+04:00

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურისმეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე იზოლატორში მისი გადაყვანა ვერ ხდება, რადგან კლინიკაში, საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდება.

ცნობისთვის, გვიან ღამით გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო.

შემთხვევის შედეგად 17 ბელარუსი ტურისტი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.