საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავი ოკუპირებულ აგზახეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა შეიტანა არა მთავრობამ არამედ ბიზნესმა. მთავრობის მეთაური აანონსებს რომ მომავალშიც, „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოების ფარგლებში მსგავს ნაბიჯს კვლავ გადადგამენ. ქართული ოცნება ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას მოყოლილი კრიტიკის მიზანია ქართულ-აფზახურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალონ. ოპოზიცია ამბობს, რომ ნათელია ქართული ოცნება საქართველოს ინტერების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გამოითქვა ეჭვიც, რომ ბენზინი სინამდვილეში არა ოკუპირებულ აფხაზეთში არამედ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში გადის, სადაც უკრაინული დარტყმების შედეგად, საწვავის დეფიციტია.