განცხადებები რუსოფობიაზე - რას პასუხობენ პოლიტიკოსები პრემიერს - Palitra News

განცხადებები რუსოფობიაზე - რას პასუხობენ პოლიტიკოსები პრემიერს

2026-08-13 15:24:39+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნურად მართული პროცესია, რომელიც ქვეყნის გარედან კოორდინირდება. კობახიძის თქმით, აღნიშნული პროცესის მიზანი ერებს შორის დაპირისპირების გამწვავება, ეკონომიკური ურთიერთობების დაზიანება და ვითარების ესკალაციაა. კობახიძის თქმით, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოში რუსოფობიური კამპანიის გაღვივებას უკავშირდება.