სოფელ ქვემო მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ძებნა გრძელდება - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი - Palitra News

სოფელ ქვემო მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ძებნა გრძელდება - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2026-08-13 15:28:43+04:00

სოფელ ქვემო მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ძებნა გრძელდება. სამძებრო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მდე თანამმშრომელი და მძიმე ტექნიკაა ჩართული. სამუშაოებს ადგილზე ეცნობა გურამ დადიანიძის დედა. სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე გამოყენებულმა სკანერმა მიწის მასაში ვერაფერი ვერ იპოვა. რაც შეეხება ექსკურსიის ერთ-ერთი მონაწილეს, რომელმაც გუშინ 12 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა - ბიბილაშვილი ამბობს რომ მას მომხდარზე საკუთარი მოსაზრება გააჩნია და კარგად ახსოვს მაშინ ვინ რას ეუბნებოდა. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.