დიმიტრი მედვედევი - იაპონიის პრემიერს შეუძლია რამდენიც სურს იმდენი ისაუბროს იმაზე, რომ კურილის კუნძულები „ისტორიულად იაპონურია“, თუმცა, ეს ყბედობა არაფერს შეცვლის - Palitra News

დიმიტრი მედვედევი - იაპონიის პრემიერს შეუძლია რამდენიც სურს იმდენი ისაუბროს იმაზე, რომ კურილის კუნძულები „ისტორიულად იაპონურია“, თუმცა, ეს ყბედობა არაფერს შეცვლის

2026-08-13 17:45:33+04:00

კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორია იყო, არის და იქნება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

დიმიტრი მედვედევი კურილის კუნძულ იტურუპზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

„იაპონიის პრემიერ ტაკაიჩის შეუძლია რამდენიც სურს იმდენი ისაუბროს იმაზე, რომ კურილის კუნძულები „ისტორიულად იაპონურია“, თუმცა, ეს ყბედობა არაფერს შეცვლის“, - განაცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის განცხადებით, იაპონია კუნძულ იტურუპზე რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აპროტესტებს.

„რუსეთის პრეზიდენტის კუნძულ იტურუპზე ვიზიტი ჩრდილოეთის კუნძულებთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრულ პოზიციასთან შეუთავსებელია. ჩრდილოეთის ტერიტორიები, როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს და სრულიად მიუღებელია“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.