შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია - Palitra News

შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

2026-08-13 20:24:37+04:00

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათვე ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.