არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა ავტომობილი მშობლისგან მალულად წაიყვანა და ავარიაში მოყვა, ის ადგილზევე დაიღუპა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა ავტომობილი მშობლისგან მალულად წაიყვანა და ავარიაში მოყვა, ის ადგილზევე დაიღუპა

2026-08-13 20:25:47+04:00

ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, ბავშვმა ავტომობილი მშობლისგან მალულად წაიყვანა და ავარიაში მოყვა. ის ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.