ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული - Palitra News

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

2026-08-13 21:01:28+04:00

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ.