თურქეთის მუღლის პროვინციის სანაპიროსთან ტურისტულ ნავს ცეცხლი გაუჩნდა , რის შემდეგაც 115 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა ნავი მთლიანად მოიცვა, რის გამოც, ადამიანები, მათ შორის ბავშვები, იძულებულები გახდნენ, რომ სამაშველო ჟილეტებით წყალში გადამხტარიყვნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.