კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას კოლუმბიის პრეზიდენტი ავრცელებს. კოლუმბიის პრეზიდენტის, ცნობით, მიწისძვრის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 496 ადამიანი ითვლება. მისივე ინფორმაციით, მიწისძვრამ 11 347 სახლი დაანგრია, ხოლო 53 526 დააზიანა. , 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო.