გურამ დადიანიძის 12-წლიანი ძებნის საქმეზე მლეთაში ჩატარებულმა სამძებრო სამუშაოებმა ახალი გარემოება გამოავლინა - Palitra News

გურამ დადიანიძის 12-წლიანი ძებნის საქმეზე მლეთაში ჩატარებულმა სამძებრო სამუშაოებმა ახალი გარემოება გამოავლინა

2026-08-13 21:20:00+04:00

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, სოფელ მლეთაში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა. სოფო ბიბილაშვილის თქმით, ხუთ დღეში გაკეთდა ის, რაც „12 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია. სოფელ ქვემო მლეთაში სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათეული თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.