სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა - Palitra News

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა

2026-08-13 21:21:44+04:00

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა . სოფო სიგუას განცხადებით, რჩება განცდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სტრუქტურა მუშაობს, რომ დამნაშავე დაიცვან. ის ასევე შიშობს რომ უახლოეს პერიოდში საქმის გაჭიანურება არ მოხდეს. იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფო სიგუა ამტკიცებს რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. იოსებ სიგუას ადვოკატი აცხადებს რომ ყველა ბრალდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღდმეგ აბსურდულია.