გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება . როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მძღოლი დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე იზოლატორში მისი გადაყვანა ვერ ხდება, რადგან კლინიკაში, საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდება. გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში 12 აგვისტოს გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო. შემთხვევის შედეგად 17 ბელარუსი ტურისტი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.