დარიალის გამშვებ პუნქტზე სპეციალური რეჟიმი გამოცხადდა - მოძრაობა პრევენციის მიზნით შეზღუდულია - Palitra News

დარიალის გამშვებ პუნქტზე სპეციალური რეჟიმი გამოცხადდა - მოძრაობა პრევენციის მიზნით შეზღუდულია

2026-08-13 21:26:58+04:00

უკვე რამდენიმე საათია სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ სპეციალური რეჟიმია გამოცხადებული. მოქალაქეების და გამშვებ პუნტქზე მომუშავე ადამიანების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შევიდა. პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახისავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.