ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
ულან ნიაზბეკოვი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.