ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, მისივე სიტყვებით „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა. ოპოზიცია მომხდატ ფაქტს აკრიტიკებს, ქართული ოცნება კი ამბობს, რომ მომავალშიც, „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოების ფარგლებში მსგავს ნაბიჯს კვლავ გადადგამს..