საქართველოს გერმანიის ახალი ელჩი ჰყავს. ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ დღეს მისი პირველი კომენტარი გამოაქვეყნა. „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება”, - აცხადებს ბარბარა ფოსი. მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ქართული ოცნება პიტერ ფიშერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებს, შესაძლოა თუ არა ვითარება ახალი ელჩის დანიშვნის შემდგომს გამოსწორდეს