საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კონსპირაციის წესების დაცვით სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის მათ სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში, უკანონოდ ინახავდნენ ჯამში 40 600 კოლოფ „სხვადასხვა დასახელების დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 235 000 ლარს აღემატება. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.