მიხეილ სააკაშვილი - ძვირფასო ნიკა გვარამია, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - ძვირფასო ნიკა გვარამია, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე

2026-08-14 13:08:08+04:00

ძვირფასო ნიკა გვარამია, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელებში განთავსებულ პოსტს ეხმაურება, რომელშიც ის ამბობს, რომ „არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, საჭირო არ იყო მსგავსი „ჩახვეული პოსტი“, შეეძლო პირდაპირ დაეწერა, რომ ქვეყნისთვის თავგანწირვა სისულელეა და მას პირდაპირვე არ დაეთანხმებოდნენ.

“ძვირფასო ნიკა გვარამია რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი! პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე.

ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველა გავაგრძელებდით ჩვენს გზას. (ავთანდილს თუ FB გვერდი აქვს არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ)”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.