გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას რომეო მიქაუტაძე აძლევს - Palitra News

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას რომეო მიქაუტაძე აძლევს

2026-08-14 13:55:09+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე აძლევს.

სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

რომეო მიქაუტაძე ჩვენებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, დისტანციურ რეჟიმში იკითხება.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.