აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა - Palitra News

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

2026-08-14 15:28:10+04:00

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდნენ. აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა. პოლიტიკოსები ტრაგიკულ თარიღს იხსნებენ. დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომი იყო არა დაახლოების, არამედ დაშორებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და 1992 საქართველოსმ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიცია ამბობს, რომ ქართული ოცნება ისტორიის გადაწერას ცდილობს.