გიორგი ბარამიძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

გიორგი ბარამიძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

2026-08-14 15:40:49+04:00

აფხაზეთის ომის 34 წლისთავის ფონზე განხილვის საგანია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამ განცზდება“ „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. საქმეზე პროკურატურაში სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, გიორგი ბარამიძეს შესთავაზეს, აღნიშნული სიუჟეტი არ გაეშვათ, თუმცა ამ განცხადებების გავრცელება სწორედ ბარამიძის ნებით მოხდა.