ვინ აღვივებს რუსოფობიას და რას ნიშნავს პრემიერის განცხადება - Palitra News

ვინ აღვივებს რუსოფობიას და რას ნიშნავს პრემიერის განცხადება

2026-08-14 15:41:45+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნურად მართული პროცესია, რომელიც ქვეყნის გარედან კოორდინირდება. კობახიძის თქმით, აღნიშნული პროცესის მიზანი ერებს შორის დაპირისპირების გამწვავება, ეკონომიკური ურთიერთობების დაზიანება და ვითარების ესკალაციაა. კობახიძის თქმით, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოში რუსოფობიური კამპანიის გაღვივებას უკავშირდება. მთავრობის მეთაურის გზავნილებს აკრიტიკებს ოპოზიცია.