საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავი ოკუპირებულ აგზახეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა შეიტანა არა მთავრობამ არამედ ბიზნესმა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. კომპანიის მფლობელ გიორგი არველაძის თქმით, 300 ტონა საწვავი მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, მისივე სიტყვებით „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა. ქართული ოცნება ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას მოყოლილი კრიტიკის მიზანია ქართულ-აფზახურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალონ. ოპოზიცია კი ვარაუდობს. რომ შექმნილია სქემა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად და სტრატეგიული დანიშნულების საქონლის შეძენაში დასახმარებლად.