აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა - Palitra News

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

2026-08-14 21:20:34+04:00

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იკრიბებოდნენ. აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.