რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

2026-08-16 12:11:53+04:00

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა , - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი დროით დილის 4:25 საათზე განჟამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

NASA FIRMS-ის (ხანძრისა და თერმული ანომალიების მონიტორინგის სამსახური) თანამგზავრული მონაცემების თანახმად, უკრაინის სამთო და მეტალურგიული სექტორის უდიდესი საწარმო, „არსელორ მიტალი - კრივოი როგი“ დაზიანდა.