ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით კომპანია „რეპსოლი“ განცხადებას ავრცელებს - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით კომპანია „რეპსოლი“ განცხადებას ავრცელებს

2026-08-16 12:36:24+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის გადატანასთან დაკავშირებით კომპანია რეპსოლი განცხადებას ავრცელებს. კომპანიის მტკიცებით, მიმდინარე წელს, მათგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადაპროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. მათივე განცხადებით, ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთან არ თანხმდება. კომპანია აღნიშნავს რომ მიწოდება იყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში და დამატებით მიწოდებას შპს სოლოდუსზე აღარ გეგმავენ