ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს - ამის შესახებ ინფორმაცია და კადრები პარტია ახალის წევრებმა, მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს. კადრებში ჩანს რომ ენგურის ხიდი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა. აქტივისტები წერენ, რომ ისინი ხიდთან მდებარე ქართულმა საგუშაგომ უპრობლემოდ გაატარა. ენგურის ხიდზე საწვავმზიდების გადასვლის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა.