ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს ავრცელებს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, ომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართოს. მისი განცხადებით, ოკუპირებული რეგიონისთვის საწვავის მიწოდება პირდაპირ რუსეთის მორიგი დავალების შესრულებაა. ხოშტარია ფიქრობს რომ დადგა დრო საქართველოს მოქალაქეებმა პუტინს, ივანიშვილს და მთელ მსოფლიოს ანახონ, რომ საქართველო ოკუპაციასთან შეგუებას არ აპირებს.