მიიღებენ თუ არა ცალკეული ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. უკვე ცნობილია რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიმართოს. პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე აცხადებს რომ მათი გუნდისთვის ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია, ამიტომ დიდი ალბათობით ისინი საარჩებნო პროცესში ჩაერთვებიან. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება სხვა ოპოზიციურ ძალას ჯერ არ გაუკეთებია.