მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა - Palitra News

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

2026-08-16 12:50:29+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ერთთვიანი სწავლება საველე წვრთნასა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. დასკვნითი ეტაპი ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა, სადაც ბატალიონის ასეულებმა ტაქტიკური გადაადგილება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს.