აშშ-ში, ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა - Palitra News

აშშ-ში, ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

2026-08-16 15:13:12+04:00

აშშ-ში, ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია, კიდევ ერთი კი – 18 წლამდე ასაკის პირი. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. უნივერსიტეტში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყება ორშაბათს იყო დაგეგმილი, ხოლო სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები პარასკევს გაიხსნა.