უნგრეთში პოლონური ავტობუსი გადაბრუნდა - დაიღუპა 12 და დაშავდა 10 ადამიანი - Palitra News

უნგრეთში პოლონური ავტობუსი გადაბრუნდა - დაიღუპა 12 და დაშავდა 10 ადამიანი

2026-08-16 16:13:29+04:00

უნგრეთში, ავტომაგისტრალზე ღამით პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დღეს დილით, აღმოსავლეთ უნგრეთში, ქალაქ მეზოკერეშტეს ახლოს, ავტობუსი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა. პოლიციის ცნობით, ავარიის დროს ავტობუსი ქალაქ ნირეგიჰაზას მიმართულებით მიდიოდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, ავტობუსში 57 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

ავარიას პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი გამოეხმაურა.

„ღრმა მწუხარებით მივიღე უნგრეთში პოლონური ავტობუსის ავარიის ტრაგიკული ამბავი, რომლის დროსაც ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ“, - დაწერა მან X-ზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით უნგრეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფებიან.