რუსული მხარის ინფორმაციით, ბელგოროდში სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

რუსული მხარის ინფორმაციით, ბელგოროდში სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

2026-08-17 09:50:14+04:00

ბელგოროდის ოლქის სოფელ კოლოსკოვოზე უკრაინული რაკეტებით განხორციელებული დარტყმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე შუვაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიეველმა ტერორისტებმა ვალუისკის რაიონის სოფელ კოლოსკოვოს რაკეტები ესროლეს. სამწუხაროდ, უკრაინული ჭურვების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა“, - დაწერა შუვაევმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი, დაშავდა.