ადვოკატის განცხადებით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს - Palitra News

ადვოკატის განცხადებით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

2026-08-17 11:26:11+04:00

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე- 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი. ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარეობის შესახებ“, - აცხადებს ადვოკატი.