თენგიზ შარმანაშვილი - საქართველო საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება: შედის თუ არა ეს საქართველოს ინტერესებში - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი - საქართველო საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება: შედის თუ არა ეს საქართველოს ინტერესებში

2026-08-17 11:53:13+04:00

თურქეთიც და სერბეთიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, მაგრამ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდნენ - ყველამ იცოდეს, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება: შედის თუ არა ეს საქართველოს ინტერესებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს.

მისივე თქმით, ქართული მხარე არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„თურქეთიც და სერბეთიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, მაგრამ ისინი არ შეუერთდნენ. საქართველო ნებისმიერ რეზოლუციას შეუერთდება თუ არა, ან საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება - ეს საქართველოს ინტერესებში შედის იმ წუთში, თუ არა. თუ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, საერთოდ არ გვაინტერესებს ვის ინტერესებშია მერე. ეს არის განსხვავება ჩვენსა და იმ უსამშობლოებს შორის, რომლებიც პირველ რიგში, სხვის ინტერესებზე ფიქრობენ და მერე, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ტესტი ასეთია - რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას, პირველ რიგში, გაივლის ტესტს, ეს ჩვენს ინტერესებში შედის თუ არა. თუ ჩავთვლით რომ არ შედის, არ გადავდგამთ. ეს ყველამ იცოდეს!“ - განაცხადა შარმანაშვილმა.