„საქსტატი“ - 2026 წლის II კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - Palitra News

„საქსტატი“ - 2026 წლის II კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

2026-08-17 11:54:03+04:00

2026 წლის II კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.8 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 19.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 13.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონში, 8.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8 პროცენტი - მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.8 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 128.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 27.3 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 65.6 პროცენტი- ღორი, ხოლო 4.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.0 პროცენტს შეადგენდა.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 942.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

„სასაკლაოების მიერ 2026 წლის II კვარტალში 14.3 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.9 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 25.0 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 42.5 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.8 ათას პირს, საიდანაც 48.8 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 076 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 47.0 ლარი, ღორის დაკვლის საფასური - 36.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 16.4 ლარი.

2026 წლის II კვარტალში საქართველოში 302 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (51.7 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო ქ. თბილისში (13.9 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (8.3 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (7.0 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (6.0 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.3 პროცენტი), კახეთის რეგიონში (3.3 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (2.6 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.7 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.0 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3 პროცენტი).

2026 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 361 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 863 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 698 კაცით განისაზღვრა.

2026 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრეებში სულ შენახული (განთავსებული) იყო 119.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 29.3 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.4 პროცენტი - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 20.2 პროცენტი - თევზეული, 9.6 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, 12.2 პროცენტი - რძის პროდუქტები და 3.3 პროცენტი - სხვა პროდუქტები.

2026 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 22.1 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 21.7 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 56.1 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მილიონი ლარი შეადგინა.

2026 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 302.0 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია (32.1 ათასი ტონა), საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.3 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 19.1 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 45.7 პროცენტი.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66.4 პროცენტი მოდიოდა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით). ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (40.0 პროცენტი), ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (22.5 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (13.5 პროცენტი) და თევზეულზე (7.8 პროცენტი) მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 1.2 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 48.6 პროცენტს, მაისში - 45.7 პროცენტს, ხოლო ივნისში - 52.3 პროცენტს.

2026 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (37.9 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული.

ელევატორების 17.2 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი -კახეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 10.3 პროცენტი - ქ. თბილისში, 3.4 პროცენტი -იმერეთის რეგიონში, 3.4 პროცენტი კი - გურიის რეგიონში.

2026 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 24 მომხმარებელს.

მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 49 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381 კაცით განისაზღვრა.

2026 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 116.1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 55.1 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი და 21.4 პროცენტს სოიოს შროტი.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 69.6 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2026 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა 70.3 მილიონი ლარის ღირებულების 69.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 44.1 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 47.0 პროცენტი - ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი,რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 76.9 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 43.8 პროცენტს, მაისში - 48.6 პროცენტს, ხოლო ივნისში - 51.5 პროცენტს“.- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.