როგორია ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რას ამბობენ მხარეები - Palitra News

როგორია ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რას ამბობენ მხარეები

2026-08-17 12:23:22+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია, ხოლო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია. მთავარი საკითხი კვლავ ჰორმუზის სრუტის გახსნაა - ირანი მის სრულ გახსნას აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნასა და საზღვაო ბლოკადის შეწყვეტას უკავშირებს. სრუტეში სატანკერო მოძრაობა მკვეთრად შემცირდა - შაბათს მხოლოდ ხუთმა კომერციულმა გემმა გაიარა, კვირას კი არც ერთი. ამის ფონზე ნავთობის ფასი გაიზარდა და Brent-ის ფასი 89 დოლარს გადააჭარბა ბარელზე. ვაშინგტონი ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს, თეირანი კი აცხადებს, რომ სრუტეზე კონტროლს შეინარჩუნებს. ამავდროულად, რეგიონში ისრაელსა და ირანის მოკავშირე ძალებს შორის დაძაბულობაც გრძელდება.