ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა, „რაც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას დღეს „ქართული ოცნება“ - Palitra News

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა, „რაც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას დღეს „ქართული ოცნება“

2026-08-17 12:54:08+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა, რაც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას დღეს „ქართული ოცნება“.

როგორც ფავლენიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, საუბარია იმ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც არის ტერორიზმის დამფინანსებელი და აშშ-ის მთავარი მტერი.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეჟიმზე, რომელიც ცალსახად დგას ბოროტების ღერძის ქვეყნების მხარეს. საერთაშორისო არენაზე არაერთი გადაწყვეტილება იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მიღებული, რაც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში ივანიშვილის „ოცნება“. საუბარია იმ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც არის ტერორიზმის დამფინანსებელი, მათ შორის აშშ-ის მთავარი მტერი რეგიონში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რას ნიშნავს, როდესაც არცერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის სანქციების კუთხით საქართველო არ ფიგურირებს. სამწუხაროდ, უკვე არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ევროკავშირის სანქცირების პოლიტიკას არ უერთდება და ბოლო წლების მანძილზე ასეთი პოზიცია უჭირავს“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.