სტიქიური უბედურებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში - რა ვითარებაა ინდონეზიაში, კოლუმბიასა და იაპონიაში - Palitra News

სტიქიური უბედურებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში - რა ვითარებაა ინდონეზიაში, კოლუმბიასა და იაპონიაში

2026-08-17 15:48:57+04:00

სტიქიური უბედურებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ბოლო დღეებში ძლიერი მიწისძვრები ინდონეზიასა და კოლუმბიაში მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევის მიზეზი გახდა. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს და დაზიანებულ დასახლებებში მოსახლეობას დახმარებას უწევენ. ამავდროულად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრები ათასობით ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. გერმანიასა და ბელგიაში ცეცხლის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციაც გახდა საჭირო, იტალიაში კი მეხანძრეები განსაკუთრებით რთულ პირობებში სამხრეთ რეგიონებში მუშაობენ. მაღალი ტემპერატურა, გვალვა და ძლიერი ქარი ხანძრების გავრცელებას კიდევ უფრო ხელს უწყობს. სტიქიის კიდევ ერთი მიმართულება ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობებია. იაპონიაში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და მეწყრული