ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე პოლიტიკური დავა გრძელდება. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ბიზნესის გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნების“ განმარტებით, ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის სრული დაცვით მოხდა. ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და პროცესის სრულად გასაჯაროებას ითხოვს.